English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ეთერ კაკულია
მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარება საქართველოში

რეზიუმე

ნაშრომში შესწავლილია  მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების საკითხები  საქართველოში. 90-იანი წლებიდან დღემდე პერიოდი წარმოდგენილია ექვს ეტაპად.  გამოკვეთილია  გატარებული  ძირითადი ღონისძიებები და მოკლედ არის აღწერილი თითოეული ეტაპის  დადებითი და ნაკლოვანი მხარეები.

მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების დაძლევის მიზნით,  გამოთქმულია წინადადებები და  მოსაზრებანი, რომელიც ნაშრომს თან  ერთვის დასკვნის სახით.

საკვანძო სიტყვებიმცირე ბიზნესი; განვითარების სტრატეგია; ინოვაციური მცირე ბიზნესი; ეტაპი; პერიოდი.

შესავალი

განსაკუთრებით დიდია მცირე ბიზნესის როლი ეკონომიკური სისტემის ტრანს- ფორმაციის დროს, ვინაიდან იგი არის უმუშევრობის შემცირებისა და, საერთოდ, ეკონო- მიკური სტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მცირე ბიზნესის ამ შესაძლებ- ლობებმა განაპირობა ის, რომ საქართველოში ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში  ეკონომიკის  დაცემას სოციალური ხასიათის  გამოსვლები არ მოყოლია.

მცირე ბიზნესის, სისუსტე ვლინდება რესურსების სიმცირეში, ინვესტიციების მიღების სირთულეში და ა.შ. ამით არის  განპირობებული მისადმი სახელმწიფო მხარდა- ჭერის ქმედითი მექანიზმის არსებობის აუცილებლობა. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას, რომელთა დანიშნულებაა ქვეყნის ეკონომიკაში მცირე ბიზნესის უპირატესობათა რეალიზაციის უზრუნველყოფა და მისი განვითრებისთვის აქტიური ხელშეწყობა.

*   *   *

მცირე ბიზნესის ფორმირება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და მათ შორის სა­ქა­რ­­თველოში  პრივატიზების პროცესით დაიწყო.  

ამდენად, საქართველოში მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების პირველ ეტაპად შეიძლება აღიარებულ იქნას პერიოდი, რომელიც მოიცავს 1991-1998 წლებს. ამ პერიოდში საქართველოში  მიღებულ იქ­­­­ნა კანონები და მთავ­რობის დადგენილე­ბე­ბი, რომლებმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში კერძო სექტორის ჩამოყალიბებას, მათ­გან შეიძლება აღი­ნიშ­ნ­ოს კა­ნონჵჲი: ,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შე­სახ­ებ“ (1991), ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ (1991), „მეწარმეთა შესახებ“(1994) და  მთავ­რობის დადგენილებები: ,,სახელმ­წი­­­ფო სა­წა­რმოთა შესახებ დებულების დამტკიცების თაო­ბაზე“(19­­92), „ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებუ­ლების და­მტ­კი­ცების თაობაზე“ (1992), ,,ინდივიდუა­ლუ­რი მეწარმე­ო­ბისა და ინდივიდუალური საწარმოების დებუ­ლების დამ­ტკი­ცების თაობაზე“ (1993), „შეზღუდული პასუ­ხის­­მგე­ბლო­ბის სა­ზოგადოების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაო­ბაზე“  და ა.შ.

საქართველოში 1991 წელს მიღებული კანონით: ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“  და სხვა ნორმატიული აქტების სა­ფუძველზე დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიზება,  საბჭოური მცირე საწარმოებით; პოსტსაბჭოთა სივრცეში  საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით ­აუქციონით მოახდინა პრივატიზების პირველი აქტი, მაღაზია „გოლიათის“ პრივატიზებით. მცირე საწარმოთა მასობრივმა პრივატიზებამ 1995-­1996 წლებში პიკს მიაღწია. სწორედ ამ წლეჲში  ვლინდება მცირე ბიზნესის უნარი, ეკო­ნო­მი­კური კრი­ზისის  დროს ხელი შეუწყოს სოციალურ და პო­ლი­ტიკურ სტაბილიზაციის დამყა­რებას, მოსახლეობის  და­სა­­ქ­­მებას.

1995 წლის 1 მარტამდე ,,მეწარმეთა შესახებ“ კანო­ნის (1994) შესაბამისად, კერძო სამართლებ­რი­ვი წე­სით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა ხე­ლახალ რეგი­­სტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. რეგი­სტრი­რებული ერ­თო­ბ­ლივი საწარმოები კი გარდაიქმნა შეზ­ღუდული პასუ­ხის­მგებლობის საზოგადოებებად. აღნი­შნული მოთხოვ­ნები­დან გამომდინარე, საქართველოს მინის­ტრთა კაბინეტმა 1995 წლის 11 აპრილს მიიღო დადგე­ნილება (№196), რითაც უნდა უზრუნ­ველ­ყო­ფილიყო საწარ­მოთა ხე­ლახალი რეგის­ტრაცია. რეგის­ტრაცია მოხდა არა სა­ხელ­მწიფო მმართვე­­ლობის ადგი­­ლობ­რივ ორგანოებში (მერია, გამგე­ობა), სადაც სა­წარ­მო­ებმა პირველადი რეგისტრაცია გაი­არეს და ამისათვის საკ­მაოდ დიდი კა­ნონიერი თუ უკა­ნონო ხარჯები გაიღეს, არამედ რაიონული სასამარ­თ­ლოების ნე­ბართვის გავლით საჯარო რეესტრში (რომელიც 1994 წელს შეიქმნა). მეორადი რე­გი­სტრა­ციისათვის დამწყებ მეწარ­მეებს ხელა­ხლა დასჭი­რდათ ახალი მოსაკ­რებლების შე­ტანა, საბუ­თების შეცვლის, ბეჭ­დისა და შტამპის დამზა­დებისა და სხვა ხარჯების გაწევა. მრავალი ახლად შექ­მნილი მცირე ფირმა, ფინანსე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, დრო­უ­ლად ვერ გატარდა რეგი­სტრა­ციაში და ამ­ის გამო გაუ­ქმებულად გამოც­ხადდა. საწარ­მოთა ხე­ლა­ხალმა რეგის­ტრა­ციამ ხელი შეუ­წყო მათი საქ­მიანობის კანონდაქვემ­დე­ბა­რებას, მაგრამ, მეო­რე მხრივ, ხე­ლი შეუ­შა­ლა მცირე ბიზნესის ფორმირებას.

1999 წლამდე, სტატისტიკის სა­ხელმწიფო დეპარტამენტის მეთოდოლოგიით, მცირე საწარ­მოების კრიტერიუმად მიღებული იყო დასაქმებულთა რაოდე­ნობა დარ­გობრივ  ჭრილში.

მცირე საწარმოს მიეკუთ­ვნებოდა: მრეწ­ველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპო­რტის, კავშირ­გაბ­მულობის საწარმოები, სადაც დასაქმე­ბულთა რიც­ხვით < 50 კაცზე;

მშენებლობაში < 35;

განათ­ლებისა და სა­მეც­ნიერო პროფილის ორგანიზაციებში < 30;

საბი­თუმო და საცალო ვაჭრო­ბაში და მომსახურების სფეროში < 20 და

სხვა ორგანიზაციებში < 25 კაცზე (ე. ი. მცირედ ითვლებოდა ის საწარმოები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა < 50 კაცზე).

მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების მეორე ეტაპი იწყება 1999 წლიდან და გრძელდება 2002 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით. ქვეყანაში მცირე ბიზნესის ფორმირების ერთ-ერთ შემაფერხებელ მოვლენად შეიძლება დასახელდეს  ის, რომ 1999 წლამდე არ იყო კანონით რეგლამენტირებული მცირე საწარმოს ცნება, მისი შეფასების კრიტერიუმები და მათი სტატისტიკური სიდიდეები. 1999 წლის 23 ივლისს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი ,,მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, რომლის მიხედვით, მცირე საწარმოების შეფასების კრიტერიუმად, დასაქმებულთა რიცხოვნობასთან ერთად, აღიარებულ იქნა საწარმოს წლიური ბრუნვის მაჩვენებელი, რომელთა სტატისტიკური სიდიდე დარგობრივ ჭრილში არ აღემატებოდა შემდეგ ზღვრულ ოდენობას: მრეწველობაში – 40 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს;  მშენებლობაში – 20 დასაქმებულსა და 300 ათას ლარს; ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში – 20 დასაქმებულსა და 200 ათას ლარს; სოფლის მეურნეობაში – 20 დასაქმებულსა და 150 ათას ლარს;  საბითუმო და საცალო ვაჭრობაში − 10 დასაქმებულსა და 50 ათას ლარს; განათლებაში, ჯანმრთელობის დაცვასა და კულტურაში − 25 დასაქმებულსა და 60 ათას ლარს; სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას – 15 დასაქმებულსა და 100 ათას ლარს (ე. ი. ამ ჯერზე მცირე ბიზნესი  განისაზღვრა ორი კრიტერიუმით – დასაქმებულთა რაოდენობით და წლიური ბრუნვით, რომელთა სტატისტიკური სიდიდეები განისაზღვრა 1-დან 40-მდე კაცით და  500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვით).

 მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების მესამე ეტაპი იწყება 2002 წლის მეორე ნახევრიდან და  გრძელდება 2006 წლის პირველი ნახევრის  ჩათვლით.

 2002 წელს  მიღებულ იქნა კანონი „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ (2002 წლის 4 ივლისი, №1641– რს), რომლის მიხედვითაც „საქართველოს ტერიტორიაზე მცირე და საშუალო საწარმოებს განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობებს:                    ა) მცირე საწარმოებისათვის –  20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს;

ბ) საშუალო საწარმოებისათვის – 100 დასაქმებულსა და 1500 ათას ლარს“.

ხოლო  კანონს „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ ეწოდა  კანონი „მცირე და საშუალო ბიზნესის  მხარდაჭერის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ როგორც მცირე, ისე საშუალო საწარმოთა სიდიდის განსაზღვრა დასაბუთებას მოკლებული იყო. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნულმა კანონმა დროის მოთხოვნებს ვერ უპასუხა.

მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების მეოთხე ეტაპი მოიცავს  პერიოდს 2006 წლის მეორე ნახევრიდან  ახალი საგადასახადო კოდექსის მოქმედებაში შესვლამდე (2011 წელი).  

მთავრობის სტრატეგიამ, ბიზნესის ყველა ფორმა ჩაეყენებინათ თანაბარ მდგომარეობაში, განაპირობა ის, რომ კანონი „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“(2002) გაუქმდა 2006  წლის ივლისს, ხოლო განსაზღვრებები მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ გადატანილ იქნა  კანონში  „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“.

ამასთან, გაუქმდა ის სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობას. ხელისუფლების მიერ დეკლარირდა ლიბერალური ეკონომიკური კურსი, რომლის თანახმად,  ეკონომიკის ყველა სექტორი იმართება მხოლოდ თავისუფალი საბაზრო კანონებით, სახელმწიფო არც ერთ სექტორს არ ანიჭებს პრიორიტეტს და ყველა საწარმოსათვის დაბეგვრის ერთნაირ რეჟიმს აწესებს.

გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის კურსის, თანაბარი საგადასახადო რეჟიმის პირობებში მცირე მეწარმეობამ ვერ გაუწია კონკურენცია მსხვილ ბიზნესს და მისი წილი ქვეყნის ბიზნესსექტორში თანდათანობით შემცირდა. მართალია, ამ პერიოდში გაიზარდა რეგისტრირებულ ახალ საწარმოთა რაოდენობა, მაგრამ აღნიშნულს გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოუწვევია.

მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების მეხუთე ეტაპი − ეს არის 2011-2014 წლები. 2011 წლის ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით:  მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის  ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.

მიკრობიზნესი საქართველოში ბიზნესის ახალი ფორმაა. დღეისათვის არსებული ბიზნესფორმები ევროკავშირის ბიზნესფორმების (მიკრო, მცირე, საშუალო, მსხვილი)  ადეკვატურია, თუმცა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით ამას ვერ ვიტყვით. 

როგორც ჩანს, „ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ (2006) კანონში  და   „საგადასახადო კოდექსში“ (2011) მცირე ბიზნესის მახასიათებლები რადიკალურად განსხვავდება. გამოდის რომ, ეს ორი კანონი ერთსა და იმავე ეკონომიკურ მოვლენას − “მცირე ბიზნესს“ ანიჭებს სტატუსს სხვადასხვა მახასიათებლებით. საგადასახადო კოდექსით [თავი XII] მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის და საგადასახადო შეღავათების შემოტანით, დღემდე მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების, ეკონომიკაში მისი ადგილის დამკვიდრების საქმეში არსებითი ცვლილებები არ მოუტანია.  მცირე ბიზნესის წილი მშპ-ში, რომელიც იმ პერიოდში 7-8 % ფარგლებში მერყეობდა, დიდად არ შეცვლილა. რაც შეეხება მიკრობიზნესის გადასახადებიდან გათავისუფლებას, იგი პრაქტიკულად არ არის ინოვაცია, რადგან ამ კატეგორიის

მეწარმეები გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ.2014 წლის ბოლოდან საქართველოსთვის მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარების მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მეექვსე ეტაპი იწყება და გრძელდება დღემდე.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. 2014 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი − ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება  წინასწარ ამოქმედდა. 18 დეკემბერს კი ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით უყარა კენჭი შეთანხმებას, რითაც დაადასტურა ასოცირების პროცესის მხარდაჭერა.აღნიშნული  დოკუმენტები ბევრ წინაპირობას უყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის დანერგვა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებადაა მიჩნეული, მცირე ბიზნესის ეროვნულ ეკონომიკაში თავისი ადგილის დამკვიდრებისათვის ევროკავშირის პოლიტიკის პრინციპები და ინსტრუმენტები ჯერ კიდევ არ არის დანერგილი. დღეს ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობა ეძლევა, ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  განხორციელებით მდგრადი გახადოს ეკონომიკის და მისი პირველწყაროს − მცირე ბიზნესის განვითარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  2016 წლიდან გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული, შემუშავდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებებს ასახავს: მათ შორის არის მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; სამეწარმეო სწავლების გაუმჯობესება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად; ინოვაციური მეწარმეობის წასახალისებლად კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება; ახალი ინსტრუმენტების შემუშავება ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

ინოვაციური მეწარმეობის  განვითარებისათვის უკვე განხორციელდა კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებები. აუცილებლობა მოითხოვს  ინოვაციური მცირე საწარმოების განსაზღვრების შემოტანას. ევროკავშირში  ინოვაციური მცირე საწარმო  უნდა აკმაყოფილებდნენ  შემდეგ პირობებს:

 · ბოლო სამი საანგარიშო წლიდან კვლევასა და შემუშავებაზე გაწეული ერთ- ერთი წლის ხარჯები უნდა აღემატებოდეს ბრუნვის 15%;

 · ევროკავშირის შესაბამისმა წევრმა-სახელმწიფომ (მისმა კომპეტენტურმა     სააგენტომ) უნდა დაადასტუროს, რომ საწარმოს პროდუქცია და მუშაობის მიმართულება კონკურენტუნარიანია ევროკავშირის ბაზარზე.                                             

  · ახალგაზრდად თვლის საწარმოს თუ კი მისი ასაკი დაფუძნებიდან 6 წელს არ  აღემატება. [თ. ვაშაკიძე, 2010]

ეკონომიკას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ინოვაციების გზით სიარული გვერდს ვერ აუვლის მცირე ინოვაციურ საწარმოებს, რომლებიც ეკონომიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის  და ინოვაციების მეგზურნი არიან.

სტრატეგიის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლება, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. სტრატეგიის მიზნებში პროგნოზირებულია, რომ 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის  გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით უნდა გაიზარდოს. ასევე  მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ს უნდა შეადგენდეს. 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდამ კი 7% უნდა შეადგინოს [საქართველოსმცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020].      

რეფორმეტრის [https://reformeter.iset-pi.ge/ka] მონაცემებით,სტრატეგიის ფარგლებში 2020 წლისათვის დაგეგმილი სამიზნე ინდიკატორები  2016 წლის მდგომარეობით  უკვე შესრულებულია.

 

 

2016

 

2020

 

მცირე და საშუალო საწარმოების  პროდუქციის გამოშვების ზრდა წლიურად                                                                                       

 

14.8%

 

10%

მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა                   

 

20.5%

 

15%

მცირე და საშუალო საწარმოების მწარმოებლურობის ზრდა 

 

19.6%

 

7%

 2017 წლის აპრილიდან საწარმოთა ზომის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია მოქმედებს, რომლის მიხედვით:

 მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა − 60 მლნ ლარს.

საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე,  ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.

მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა − 12 მლნ ლარს. 2018 წლიდან იგეგმება, რომ ყველა დაწესებულება გადავიდეს ახალ მეთოდოლოგიაზე, რითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს შედარება სხვა ქვეყნებთან. მეთო­დოლოგია, რომლის მიხედვით საქართველოში  მცირე, საშუალო და მსხვილი  ბიზნესის მახასიათებლები განისაზღვრება, ერთი შეხედვით, ­­დამაჯერებლობას მოკლებულია. 

დღეს საქართველო აქტიურად მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მცირე და საშუალო ბიზნესის პანელში და თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD),  ევროპული განათლების ფონდთან (ETF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის მიხედვით გაუმჯობესების მიზნით.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ემსახურება ადგილობრივი პროგრამები „აწარმოე საქარველოში“,  „სტარტაპი“ და  სხვა.

დასკვნა

მცირე ბიზნესის ფორმირება-გამვითარების პირველი ეტაპი ხასიათდება საბჭოთა მცირე საწარმოების მასიური პრივატიზებით; მეორე და მესამე ეტაპი კი –  სამართლებრივი რეგულირების სისტემის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მცდელობით;  მეოთხე ეტაპი – მთავრობის მიერ   ლიბერალური ეკონომიკური კურსის დეკლარირებით, რომლის თანახმად, მთავრობა ყველა ზომის საწარმოსათვის დაბეგვრის ერთნაირ რეჟიმს აწესებს; მეხუთე ეტაპი –   განვითარებებული ქვეყნების გამოცდილების აღიარების მცდელობით, რაც შემოიფარგლა საგადასახადო კოდექსიში [თავი XII] მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრით და საგადასახადო შეღავათების შემოტანით;  დღეს მიმდინარე მეექსვე ეტაპი – ევროკავშირში არსებული გამოცდილების სრული აღიარებით, რაც გამიხატა იმაში, რომ ევროკავშირთან ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებით გაწერილი  გამოწვევების შესაბამისად შემუშავდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის

 კვლევიდან ჩანს, რომ მცირე ბიზნესის განვითარებისადმი საქართველოს მთავრობების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდეულებაა, რაც განპირობებულია იმით,  რომ იმთავითვე უყურადღებოდ დარჩა  და დღემდე არ არის გადაჭრილი მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხები.

საქართველოში დღეისათვის ყურადღბის მიღმაა დარჩენილი ინოვაცირი მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საკითხი. უნდა განისაზღვროს ინოვაციური მცირე ბიზნესი საქართველოს ეკონომიკისთვის ან ვაღიაროთ ევროკავშირის განსაზღვრება. აუცილებელია ქვეყნის შიგნით სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მცირე საწარმოებში წარმოებული  ინოვაციური პროდუქტების წახალისება.      

დღეს საქართველოში მეცნიერების, განათლებისა და ბიზნესის (კერძო სექტორის) ურთიერთკავშირის გაძლიერების მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს, ამ ორგანიზაციათა მაკოორდინირებელი ცენტრი (მეცნიერების, განათლების და ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრი).რომლის ამოცანა იქნება მეცნიერებას, განათლებასა და კერძო სექტორს შორის  კავშირების დამყარება. ამით საფუძველი ჩაეყრება ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებასაც. ამ უკანასკნელმა კი ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში არსებული ინოვაცური პოტენციალის გამოვლენას, ტექნოლოგიებში ინოვაციის იმპორტირებას.

საქართველოში 2017 წელს შემუშავებული ბიზნესის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიით  არ არის განსაზღვრული მიკრო ბიზნესი. ვფიქრობთ საგადასახადო კოდექსში მოცემული მიკრო ბიზნესის სტატუსის ფორმირებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები. მისო პარამეტრები განისაზღვროს საშუალო წლიურ შემოსავალით 500 000 ლარამე, დასაქმებულთა რაოდენობა 5 კაცამდე.

ქვეყანაში უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა მაკოორდინირებელი ორგანიზაცია (მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია (მბა)) და მცირე ბიზნესის განვითარების ერთიანი ეროვნული ფონდი. მათ უნდა უზრუნველყონ მცირე ბიზნესის განვითარების მხრივ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოვლინება და ფინანსებზე მცირე ბიზნესის ხელმისაწვდომობის  დღეს არსებული პრობლემის მოგვარება.

დღეს, მცირე ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია მისი სამართლებრივი რეგულირება. უნდა მიღებულიქნას კანონი (ან კანონთა პაეტი) მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ, რომელიც დაარეგულირებს მასთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. რ. აბესაძე, ე. კაკულია,  მცირე ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში.

2.ბიზნესის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია. საქსტატი, 2017.

3. თ. ვაშაკიძე. ინოვაციური მცირე საწარმოების მხარდაჭერა ევროკავშირში. წიგნში: მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. რედაქტორები: ო. შატბერაშვილი და ი. გოგოძე. ეგსიგ, თბილისი, 2010.

4.საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლები.

5. რეფორმეტრი − თითოეული რეფორმის კვალდაკვალ   https://reformeter.iset-pi.ge/ka

6. საქართველოს კანონი  „მეწარმეთა შესახებ“, 1994.

7. საქართველოს კანონი „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“,  1999.

8. საქართველოს კანონი  „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“, 2002.                                                

9.  საქართველოს ახალი  საგადასახადო კოდექსი, თბ., 2011.

10.  www.geostat.ge